საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესების დაცვას ცდილობენ მორწმუნეები. დისტანციის შენარჩუნების მიზნით მონასტრის ეზოში იკრიბება მრევლი და ორმეტრიანი დაშორებით დგას. მომლოცველები წირვა-ლოცვას სპეციალური ხმოვანი გამაძლიერებლებით უსმენენ.
ზიარების მიღების შემდეგ კი მორწმუნეებს საშუალება აქვთ სიტკბოება მიიღონ როგორც საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე ერთჯერადი ჭიქებიდან.
———————-
ბოდბის დედათა მონასტერში წმინდა ნინოს სახელობის ახალი ტაძარი ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა და სხვა მღვდელმთავრემა 2019 წლის 9 ივნისს აკურთხეს.
ამავე დღეს, დილის 10:00 საათზე საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო . 2012 წელს კი დაუსრულებელ ეკლესიაში პირველად ნინოობის საზეიმო წირვა- ლოცვა აღევლინა. 2014 წლის დეკემბერში გადაიხურა გუმბათი და აღიმართა ჯვარი.
———————-
ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, სიღნაღიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ავტორი კახა კუპატაძე