Home დღის ამბები “ბატონების” რიტუალებს, მცხეთურ ღვეზელს და აპოხტის ხინკალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

“ბატონების” რიტუალებს, მცხეთურ ღვეზელს და აპოხტის ხინკალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

“ბატონების” რიტუალებს, მცხეთურ ღვეზელს და აპოხტის ხინკალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა – ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.

ბრძანების მიხედვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს:

ა) „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“;

ბ) „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“;

გ) „რთვლის ტრადიცია საქართველოში“;

დ) „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“;

ე) „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“;

ვ) „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წესჩვეულებები საქართველოში“.

ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციამ ერთი თვის ვადაში აღნიშნული ობიექტების მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები უნდა განახორციელოს.

„ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში“- აღნიშნულია დოკუმენტში.