გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, სრულად განადგურდა ერთსართულიან სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები.
ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.