ევროპის ბაზარზე შავი ბროწეული, კომერციული სახელწოდებით – Black Candy (შავი კანფეტი) გამოჩნდა,რომელმაც უკვე ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას FruitNews ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშული ხილი სპეციალური ჯიშის სტატუსის მისაღებად ამჟამად რეგისტრაციას ესპანეთში გადის, სულ მალე კი სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბროწეულს ზრდის პროცესში შავი კანი აქვს, ხოლო როდესაც მწიფდება მისი შეფერილობა მეწამული (მოიასამნისფრო) ხდება. ამასთან, მისი მარცვლები წითელი, წვნიანი და ტკბილი გემო-თვისებებით გამოირჩევა.
Fertviherс-ის სელექციონერებმა ახალი ჯიშზე მუშაობა ჰიბრიდიზაციის მეთოდით 2005 წელს დაიწყეს. შავი ბროწეულის ნერგის მიღება კი, 5 წლის წინ დაასრულეს.
„შავი ბროწეულის ბაზარზე გამოჩენის დღიდან უამრავ ზარს ვიღებთ. მისმა მრავალფეროვნებამ წარმოუდგენელი ინტერესი გამოიწვია. სამომავლოდ ჩვენ მხოლოდ ექსკლუზიურ ხელშეკრულებებს გავაფორმებთ საცალო გაყიდვების მიმართულებით. არ გვინდა, რომ ეს ხილი დიდი რაოდენობით გაიყიოდოს. ის მხოლოდ პრემიუმ ტიპის ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი“,-აცხადებენ Fertviherс-ში.
სელექციონერების აზრით, შავ ბროწეულს დიდი პერსპექტივა კოსმეტიკის და წვენების ინდუსტრიებშიც აქვს.