გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარდაკიადის ბადმინტონის ტურნირის გამარჯვებული ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მეორე და მესამე ადგილები კი სოფელ კოლაგის და ქალაქ გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს.
ბადმინტონში სპარტაკიადის ჩემპიონს, ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური თასი გადაეცა.

ტურნირი ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით გაიმართა და თამაშის დაწყებამდე მონაწილეებს Covid-19 – ის სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩაუტარდათ.