ახმეტის ჰოსპიტალში საკეისრო კვეთის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. კლინიკაში განმარტავენ, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლია გახდა.
ექიმების ინფორმაციით, საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობდა, თუმცა დაავადება მოულოდნელად განვითარდა. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თავს კარგად გრძნობს ჩვილი, რომელიც მედიკოსების თქმით, უკვე სახლშია გაწერილი. გარდაცვლილ ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.