ახმეტის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობის საერთო კრებები გრძელდება.
საერთო კრებების შეხვედრები დღეს მაღრაანში, ფიჩხოვანში, არგოხსა და ბაბანეურში გაიმართა.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი და ადგილობროვი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფლებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტთა შორის ადგილობრივებმა შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელეს.
ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები ხვალ სოფელ ქვემო ალვანში გაიმართება.