ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის ოქტომბრის თვეში დახმარება გაეწია 188 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 43 807,81 ლარი, კერძოდ:
– ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული და მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 72 ბენეფიციარს – 32 175 ლარით;
– დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (ავთვისებიანი დიაგნოზით, გარდა 18 წლამდე პირებისა) და სისტემური წითელი მგლურას მქონე, აგრეთვე, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირებისთვის ( 6 ბენეფიციარი) დაფინანსდა 2 710 ლარის ღირებულების მედიკამენტები; ,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 4 ბენეფიციარი – 1 660 ლარით;
– პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში დაფინანსდა 2 ოჯახი – 350 ლარი;
– დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 11 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი – 1100 ლარით;
– ლოგინსმიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე 85 პირს დახმარება გაეწია – 4 232,25 ლარის ოდენობით;
– დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დახმარება გაეწია – 7 ბენეფიციარს – 700 ლარი;
– ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება გაიცა 1 ბენეფიციარზე – 500 ლარის ოდენობით.
– მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთათვის გაიცა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტები – 380,56 ლარის ოდენობით.