ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის მაისის თვეში დახმარება გაეწია 60 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 20 954 ლარი კერძოდ:
ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე,
ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 25 ბენეფიციარს – 9 209 ლარით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 6 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 2 192 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 7 ბენეფიციარი – 4 453 ლარით;
პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (5 ოჯახი) 900 ლარი;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებს (1 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის გადასახადი – 100 ლარი;
პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 1 ბენეფიციარზე 150ლარი;
95 წელს გადაცილებულ 1 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება 100 ლარის ოდენობით;
უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი – 250 ლარის ოდენობით;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლის მონაწილე შშმ ვეტერანთა მკურნალობა-რეაბილიტაცია დაუფინანსდა 1 ბენეფიციარს – 600 ლარის ოდენობით
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპილთა 9 ოჯახს გაეწია დახმარება – 2 250 ლარის ოდენობით;
მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანს გაეწია ფულადი დახმარება – 750 ლარის ოდენობით.
®
https://www.facebook.com/kakhetinews/videos/2634180390241997/