საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კამპანიის – “არა ნარკოტიკს” ფარგლებში, ახმეტის მინი სტადიონზე ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.
ჩემპიონატის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ტურნირში, ახმეტის მუნიციპალიტეტიდან 3 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
I ადგილზე გუნდი ,,ბახტრიონი“,
II ადგილზე გუნდი ,,ახმეტა“, ხოლო
III ადგილზე გუნდი ,,ალვანი“ გავიდა.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ.
გამარჯვებული გუნდი კახეთის პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.