Home რეგიონი ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური პირველ მოადგილესთან, ზურაბ ფილაშვილთან ერთად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში სხვადასხვა სახალისო ღონისძიება ჩატარდა.

მოეწყო ხატვა სხვადასხვა ფორმატით;

გამოიფინა მოსწავლეების ნამუშევრები;

ძირითად სცენაზე მოეწყო კონცერტი საბავშვო ბაღების აღსაზრდელების და სხვა ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით

ალექსი ფიცხელაურმა საბავშვო ბაღების პედაგოგებს სიგელები, ხოლო

პატარებს საჩუქრად სახელმძღვანელოები გადასცა.