ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური წინანდალში, სასკოლო კონკურს “Tech Sparks”-ის დახურვის ღონისძიებას დაესწრო.
კახეთის რეგიონული ტექნოპარკების ორგანიზებით, კონკურსი, კახეთის 8 მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახმეტის, გურჯაანისა და თელავის ტექნოპარკების ბაზაზე მიმდინარეობდა. 32 საჯარო სკოლის გუნდებს ტრენინგები ჩაუტარდა განათლების, მეწარმეობისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა და კახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ