ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ახმეტის საფეხბურთო სკოლა „ბახტრიონის“ გუნდისა და თბილისის „იბერიას“ მატჩს დაესწრო.
მატჩი „აფხაზეთის ჩემპიონ ლიგის“ ტურნირის ფარგლებში, ახმეტის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და „ბახტრიონის“ გამარჯვებით, 4:0 დამთავრდა.
ალექსი ფიცხელაურმა ახმეტის საფეხბურთო გუნდს გამარჯვება მიულოცა და მიმდინარე ტურნირზე წარმატება უსურვა.
ახმეტის საფეხბურთო გუნდი „ბახტრიონი“ „ბოლნისის სიონთან“ მომდევნო მატჩს 9 მაისს გამართავს.