Home რეგიონი ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ.დედისფერულში გზის მოასფალტება აქტიურად მიმდინარეობს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ.დედისფერულში გზის მოასფალტება აქტიურად მიმდინარეობს

სამუშაო პროცესი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა და მერის მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა ადგილზე მოინახულეს.

პროექტის ფარგლებში 2500 გრძ. მეტრზე მოეწყობა ორ ფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი ეზოებში შესასვლელებით, სანიავღვრე არხები და ხიდ-ბოგირები.

სამუშაოებს შპს ,,ევროგზა“ ასრულებს, ღირებულება შეადგენს 1 381 380 ლარს.