გაცნობებთ, რომ სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტომ“ პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, შექმნა ახალი – ,,მასიური ღია ონლაინ კურსი“ – ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ, რომლის ძირითადი მიზანია ახალგაზრდობის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება, მათი ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების მეტად განვითარება და ხელშეწყობა.


ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდულ პოლიტიკაში მოქმედ აქტორებს, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ცენტრების წარმომადგენლებს, ახალგაზრდულ მუშაკებს, აქტიურ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს.

ონლაინ კურსი გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში (22 ნოემბერი-30 იანვარი). საკურსო მასალების გავლა შესაძლებელი იქნება კურსის მონაწილისთვის ხელსაყრელ დროში, შესაბამის ვადაში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს.

• ხელი შეუწყონ ახალგაზრდების აქტიურ და ხარისხიან ჩართულობას თავიანთ თემში, ორგანიზაციებსა და ქალაქებში;
• შეიძინონ ადგილობრივი ახალგაზრდობის პოლიტიკის, პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვისა და შექმნისათვის საჭირო უნარები;
• შეიმუშავონ ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების მხარდასაჭერი ინსტრუმენტები;
• შეიძინონ რესურსების ორგანიზებისა და მართვის უნარები;
• გაიუმჯობესონ ლობირებისა და ადვოკატირების კომპეტენციები;
• შეიძინონ ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომების დაგეგმვისა და მართვის, გენდერული და უმცირესობათა მეინსტრიმინგის კომპეტენციები;
• გაიცნონ და დანერგონ ახალგაზრდული ჩართულობის, მათ შორის ციფრული მონაწილეობის საუკეთესო პრაქტიკები;
• შეიუმუშავონ შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად და განსაზღვრისთვის, შეფასებითი პრაქტიკები;
• შეიძინონ კულტურათაშორისი ცნობიერების და დიალოგის კომპეტენციები.

• სალექციო ვიდეობს;
• ქეისების განხილვას;
• პრაქტიკულ დავალებებს;
• ტესტებს;
• დისკუსიებს.

რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: www.mooc.youthagency.gov.ge
თან ერთვის, მოკლე ინფორმაცია კურსის შესახებ.