ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასაჩუქრე ყუთები გადაეცათ.
საჩუქრები ბავშვებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ ფილაშვილმა, წითელი ჯვრის საზოგადოებისწარმომადგენელმა ახმეტაში ელზა ჭუიაძემ და ახმეტის საბავშვო ბაღების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ონიაშვილმა გადასცეს.
საჩუქრების გადაცემა გაგრძელდება და ახმეტის მუნიციპალიტეტის ყველა ბაღს მოიცავს.