Home ბლოგი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში LAG-ის მმართველობითი საბჭოს წევრები და ამ ეტაპზე LAG-ის დონორი ორგანიზაციის (ფონდი ‘’მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ’’) წარმომადგენელი გიორგი სანტურიანი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს ალექსი ფიცხელაურს, საკრებულოს თავმჯდომარეს იოსებ ქარუმაშვილს, ა (ა) იპიების ხელმძღვანელებს და სხვა საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხორციელდება LAG-ის ახალი პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხების პოტენციური საგრანტო წინადადებების შეთავაზება (პროექტის სრული ღირებულების დაახლოებით 75 %-ს დააფინანსებს LAG-ი ხოლო დანარჩენს პროექტის ინიციატორი).

ამ ეტაპზე, დონორის (ფონდი ‘’მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ’’) მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტის LAG-ისთვის გამოყოფილია 75 000 ევრო, რომელიც უნდა განკარგოს LAG-ის მმართველობითმა საბჭომ და რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება მხოლოდ სოციალური შინაარსის პროექტები. თითოეული პროექტის მაქსიმალური საგრანტო თანხა არის 15 000 ევრო.