Home რეგიონი ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლების საერთო კრებები გრძელდება

ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლების საერთო კრებები გრძელდება

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლების საერთო კრებები გრძელდება.

პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად მოსახლეობის საერთო კრებები დედისფერულში, ყვარელწყალში, ქორეთში, კუწახტაში, საკობიანოსა და ბაყილოვანში გაიმართა.

ხმათა უმრავლესობით აღნიშნულ დასახლებებში შემდეგი პროექტების განხორციელება დაიგეგმა:სანიაღვრე არხების მოწყობა, საბავშო გასართობების მოწყობა, წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.

ხვალ 17 თებერვალს სოფლის საერთო კრებები დუისში, წინუბანში და ზემო ხალაწანში გაიმართება.