ახმეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებთან, ბავშვებთან და მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ისევე, როგორც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტს, საჩუქრად გადაეცა საახალწლო ილუმინაციები, რამაც კიდევ უფრო მეტად გაალამაზა საახალწლოდ მორთული ახმეტა.
მთავარი ნაძვის ხის ანთებასთან ერთად, ასევე, ჩაირთო საახალწლო განათებები და საზეიმოდ განათდა ქალაქის ქუჩები.