ახმეტის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატის არჩილ შათირიშვილის კუთვნილ პურის საცხობში ე.წ. თონეში დღეს პური გაძვირდა.
ერთი ცალი პურის ღირებულება 1 ლარი გახდა, თუმცა გუშინ მომხმარებლებს 0. 70 თეთრად პურის ყიდვა შეეძლოთ.
mak.ge დაუკავშირდა დეპუტატს, მაგრამ საკრებულოს წევრმა ტელეფონზე ვინაობა დამალა და ტელეფონი გათიშა.