Home რეგიონი ახმეტა ახმეტიდან ბაწარას ნაკრძალამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 12.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ახმეტიდან ბაწარას ნაკრძალამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 12.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ქალაქ ახმეტიდან ბაწარას ნაკრძალამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 12.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. რეაბილიტაცია უტარდება გზის სავალ ნაწილს და ხელოვნურ ნაგებობებს, ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი და საგზაო ნიშნები

ახმეტა-ბაწარას გზა, ძირითადად, გადის დასახლებულ პუნქტებზე და მიდის ეროვნულ ნაკრძალამდე. შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ამ მიმართულების ტურისტული შესაძლებლობების განვითარებისათვის

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.