მიმდინარე წლის 20-25 თებერვალს ქალაქ ბათუმში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკ მოკრივეთა შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობდა ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის სასპორტო კომპლექსური სკოლის ოთხი მოკრივე, რომელთაგან ერთი საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.
შოთიკო სიდამონიძემ ( 44 კგ. წონითი კატეგორია) პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს საქართველოს კრივის ეროვნულმა ფედერაციამ დიპლომი, მედალი და თასი გადასცა.
(მწვრთნელი გელა გურგენიძე).