ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის სპორტულ დარბაზში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის „მხიარული სტარტები“ გაიმართა. ,,მხიარული სტარტები“ ახმეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის პროექტია, რომელიც მოზარდების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვას ემსახურება.
თამაშებში მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. „მხიარულ სტარტებში“ გამარჯვება ახმეტის მეორე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
გამარჯვებულ გუნდებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისგან გარდამავალი თასი,მედლები და სიგელები გადაეცათ.ასევე დაიგეგმა გასვლითი ექსკურსია.