ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ ფილაშვილი მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსთან ნათელა ექვთიმიშვილთან ერთად კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ბავშვიან ოჯახებს დაეხმარა.
კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ბავშვიან ოჯახებს მერიის მხრიდან ჰიგიენური საშუალება და თეთრეული გადაეცა.
აღნიშნული დახმარებით სულ ოცდახუთმა ოჯახმა ისარგებლა.