ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ერთი ადამიანი მოათავსეს.
გაჩერებულ მანქანას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რა დროსაც ქალმა კისრის მოტეხილობა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება.