Home დღის ამბები ექთანთან კავშირში მყოფ 60 მოქალაქეს , მათ შორის 9 დაინფიცირებულის ოჯახის ახლო...

ექთანთან კავშირში მყოფ 60 მოქალაქეს , მათ შორის 9 დაინფიცირებულის ოჯახის ახლო კონტაქში მყოფი ადამიანების ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გააგზავნეს,

“ჯერჯერობით გადაწყვეტით ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეიძლება, წინა მაგალითიდან გამომდინარე. საგარეჯოს ექთანთან დაინფიცირების კვალს, სავარაუდოდ, ბოჭორიშვილის კლინიკისკენ მივყავართ,”- ამის შეახებ კახეთის გუვერნატორმა ცოტა ხნის წინ საგარეჯოს მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ექთანს PCR ტექსტირება გუშინ ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც მან ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობა დაასრულა და საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში მივიდა.

“მთელი კახეთის მასშტაბით, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალის მიზანმიმართული და გაფართოვებული კვლევები ტარდება, სწორედ ამ დროს აუღეს მას ანალიზი, რომელმაც კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მუშაობა და ყველა კონტატია მოძიებული. ისინი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან, დაინფიცირებული ქალი კი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავაებული”- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

ექთანთან კავშირში მყოფ 60 მოქალაქეს , მათ შორის 9 დაინფიცირებულის ოჯახის ახლო კონტაქში მყოფი ადამიანების ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გააგზავნეს, რომლის პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება.