საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სამუშაო გეგმის მიხედვით, საგარეჯოს “სათავეში” ჩატარდა ახალგაზრდული ბანაკი სოფელ უდაბნოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების მიერ თავისუფალი დროის სწორად გამოყენება. სამსახურის თანამშრომლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა – ნინო ქურხულმა და ნუცა ბასილაშვილმა ახალგაზრდებს გააცნეს მათი უფლებები, არაფორმალური განათლების მნიშვნელობა და სხვა საინტერესო თემები. ღონისძიების ბოლოს ყველა ახალგაზრდას გადაეცა სიმბოლური საჩუქარი. მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ყველას აქტიურობისა და გაწეული სამუშაოსთვის. მსგავსი ღონისძიებები კვლავ იგეგმება.