ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გიგანტური ჩინური ბუშტი ჩამოაგდო, რომელიც ამერიკის მთავარ სამხედრო ობიექტებზე თვალთვალს ახორციელებდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მისმა მოიერიშე თვითმფრინავებმა აეროსტატი აშშ-ს ტერიტორიულ წყლებზე ჩამოაგდეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით გამოთქვა “ძლიერი უკმაყოფილება და პროტესტი აშშ-ს მიერ ძალის გამოყენების წინააღმდეგ სამოქალაქო უპილოტო თვითმფრინავებზე”.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბურთი ზღვაში მცირე აფეთქების შემდეგ ჩავარდა.