საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას იწყებს. ამასთან დაკავშირებით, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართეს.
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. დაინტერესებულმა პირებმა ამომწურავი პასუხი მიიღეს.
პროგრამის მიხედვით, ამ ეტაპზე, მიღება ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში განხორციელდება. რეზერვში ჩარიცხვის მსურველი უნდა იყოს 18-დან 50 წლამდე საქართველოს მოქალაქე. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5 წლიანი ანაზღაურებადი კონტრაქტი გაუფორმდებათ.
მორიგი საინფორმაციო შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.