დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ფერმერებსა და სამაცივრე მეურნეობების ხელმძღვანელებს შევხვდნენ.
შეხვედრაზე ატმის რეალიზაციის შესახებ ისაუბრეს. როგორც პავლიაშვილმა აღნიშნა, წელს 35 000 ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროდუქტი ჩაუბარებელი არ დარჩეს.
ამ სეზონზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში 20 სამაცივრე მეურნეობა იმუშავებს.
კახეთის გუნერნატორის ირაკლი ქადაგშვილის განაცხადებით, წელს ატმის ფასი ფერმერებისთვის მისაღები იქნება.
როგორც შეხხვედრზე აღნიშნეს ატმის რეალიზაციის პროცესის უსაფრთხოების წარმართვის მიზნით, სამართალდამცველები ჩაერთვებიან.