,,არ მინდოდა ღამე ჩემს შვილს მშიერს დაეძინა.ვიცი, კანონი დავარღვიე, მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობდი. მარტოხელა მამა ვარ, სახლი თავზე გვენგრევა და ყოველი გათენებული დღე, იმის ფიქრით იწყება, როგორ გავიტნოთ თავი”- კაცი, რომელიც თელავში, ეკლესიის მიმდებარედ, ბზის გაყიდვის დროს 3 000 ლარით დააჯარიმეს, გაუსაძლის პირობებში, 16 წლის შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს.
50 წლის ივანე დემურაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სეფელ ქვემო ხოდაშენში ცხოვრობს. მისი თქმით, საცხოვრებელი სახლი, სადაც შვილთან ერთად ცხოვრება უწევს, საფრთხის შემცველია. ხშირად, უამინდობისა და წვიმის დროს, მის სახლშიც ისე წიმს, რგორც გარეთ. მარტოხელა მამა, სოცილაური სტატუსით სარგებლობს.
ოფიციალური ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული რეგულაციების დროს 50 წლის ივანე დემურაშვილი პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილა და ბზის გაყიდვაზე უარი არ თქვა, რის გამოც სამართალდამცავებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და მას 3 000 ლარიანი ჯარიმა დაუწერეს.
ანგარიშის ნომერი: GE64BG0000000883571300; პ/ნ 2000 10 13 13 3