Home დღის ამბები არავინ არ აჯარიმებს ადამიანს, რომელიც რაღაც, ერთი პატარა კონით ხელში დგას- ირაკლი...

არავინ არ აჯარიმებს ადამიანს, რომელიც რაღაც, ერთი პატარა კონით ხელში დგას- ირაკლი ქადაგიშვილი

“არავინ არ აჯარიმებს ადამიანს, რომელიც რაღაც, ერთი პატარა კონით ხელში დგას. აქ ლაპარაკია, როდესაც ავტომობილიდან იწყება ეკლესიების წინ მაგალითად, ყვავილების გაყიდვა,”- ამ სიტყვებუთ გამოეხმაურა კახეთის გუბერნატორი თელავში, პოლიციის მიერ ბზის და ტიტების გამყიდველის დაჯარიმების ფაქტს.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონი ჯერჯერობით კიდევ დაცულია და სუფთა რეგიონად ითვლება, თუმცა არავის არ აქვს დაწყნარების უფლება, ამიტომ ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს შესაძლოა ვირუსის აფეთქება მოხდეს.

ქადაგიშვილი საგაგებო მდგომარეობით დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

“საერთოდ კარგია, როცა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იქნება გადამოწმებული. არავინ არ აჯარიმებს ადამიანს, რომელიც რაღაც, ერთი პატარა კონით ხელში დგას. აქ ლაპარაკია, როდესაც ავტომობილიდან იწყება ეკლესიების წინ მაგალითად, ყვავილების გაყიდვა. ჩვენ შევდივართ პანდემიის პიკურ ზოლში, ზუსტად არავის არ შეუძლია იმის თქმა როდის და როგორ განვითარდება მოვლენები. მით უმეტეს , როცა ჩვენი რეგიონი ჯერჯერობით კიდევ დაცულია და სუფთა რეგიონად ითვლება, მაგრამ არავის არ გვაქვს დაწყნარების უფლება, ამიტომ ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს აფეთქება.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ კონტროლს გავაგრძელებთ და მთელი რიგი ღონისძიებებია ამ მინართულებით გატარებული, მათ შორის ის , რომ ვაჭრობის დიდი თავშეყრის ადგილები არის განეიტრალებული , დახურულია ბაზრები. მაქსიმულად ვცდილიბთ, რომ სუპერმარკეტები იქნება, სხვა სავაჭრო ქსელი თუ გარევაჭრობა იყოს გაშლილი ისეთ ადგილზე, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოების ზონა იქნეს შექმნილი,”– განმარტავს კახეთის გუბერბატორი.

“ამავდროულად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოწეული მოსავალი, რომელიც ახლა უკვე აქტიურ ფაზაში შევა, საგაზაფხულო მოსავალი არ დარჩეს ფერმერს და გლეხს დაუბინავებელი და რეალიზაციის გარეშე.
ამის პარალელურად ყველას ევალება საქმიანობა იყოს შეთანხმებული მუნიციპალიტეტთან , სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის უწყებეთან,რომ კონტროლი არ დავკარგოთ არსებულ ვითარებაზე, ამიტომ ყველას ძალიან ვთხოვ , რომ ეს წესები იქნას მკაცრად დაცული .

ახლოვდება სააღდგომო დღესასწაული და ტრადიციულად საფლავზე გასვლის წესი, აქაც ჩვენ მოგვიწევს ქცევის წესების მკაფიოდ და მკაცრად შეცვლა განსაკუთრებით ეს ეხება საფლავებზე გასვლის ამ ტრადიციას. წელს ამის განხორციელება არ უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე უფრო დიდი საფრთხე კორონავიურისის ახალი კერის შექნასთან დაკავშირებით. ყველას მოვუწიდებ , მაქსიმალურად იქნას თავი შეკავებული ამ ტრადიციის განხორცილებისაგან,-” განაცხადა კახეთის უბერნატორმა.

თელავში ეკლესიის წინ  ბზის და ტიტების გამყიდველი ორი მოქალაქე 3-3 ათასი ლარით პოლიციამ დააჯარიმა. მიზეზი საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევა სახელდება.

პ.ს. შეგახსენებთ გუშინ მთავარი ამბები კახეთის MAK.GE  გამოაქვეყნა მიშა პაპას ისტორია რომელიც  9 ტიტის გაყიდვისთვის 3000 ლარად დააჯარიემს  „9 ცალი ტიტა 3 000 ლარად“   

მიშა ყარაულაშვილი მარჩენალ დაკარგული მოხუცი მამაა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს . უჭირს მხედველობა რამდენიმე წლის წინ გადატანილი აქვს ინსულტი, ის თავის მეუღლესთან ერთად მონაწილოებას იღებს ობოლი შვილიშვილების აღზრდაში.

მიშა პაპას ჯარიმის ქვითარი :