Home დღის ამბები “არაბეთის ფილა მოძრაობს და ეჯახება ევრაზიის ფილას” – რა ტექტონიკურმა მოვლენებმა განაპირობა...

“არაბეთის ფილა მოძრაობს და ეჯახება ევრაზიის ფილას” – რა ტექტონიკურმა მოვლენებმა განაპირობა თურქეთში ძლიერი მიწისძვრები და რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში?

6 თე­ბერ­ვალს, გვი­ან ღა­მით, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის მსხვერ­პლსა და ზა­რალს, მსოფ­ლიო დღემ­დე ით­ვლის. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ორი ძლი­ე­რი მი­წისძვრის შე­დე­გად, დან­გრე­უ­ლია 7 ათა­სამ­დე შე­ნო­ბა, გარ­დაც­ვლი­ლია 41 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შემ­დეგ 6000-ზე მეტი ბიძ­გი გან­მე­ორ­და, მაგ­რამ 21 თე­ბერ­ვალს სამ­ხრეთ თურ­ქეთ­ში მო­რი­გი ძლი­ე­რი მი­წისძვრა მოხ­და. 6.4 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრის შე­დე­გად სულ ცოტა, 3 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში 680-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, აქე­დან 213 – მდე თურ­ქეთ­ში, 470 -ზე მეტი კი – სი­რი­ა­ში.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, თურ­ქე­თი მდე­ბა­რე­ობს ალ­პურ-ჰი­მა­ლა­ის სე­ის­მურ სარ­ტყელ­ში, რო­მე­ლიც ევ­რო­პი­დან ინ­დო­ნე­ზი­ამ­დე აღ­წევს. მთე­ლი ეს სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა თურ­ქეთ­ში კი უკავ­შირ­დე­ბა ლი­თოს­ფე­როს არა­ბე­თის ფი­ლის მოძ­რა­ო­ბას ჩრდი­ლო­ე­თით წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2,5 სან­ტი­მეტ­რი სიჩ­ქა­რით.

სე­ის­მო­ლო­გი ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი   ამ­ბობს, რომ ხე­ლა­ხა­ლი ბიძ­გე­ბი შე­საძ­ლოა, წლე­ბი გაგ­რძელ­დეს, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მაგ­ნი­ტუ­და მო­იკ­ლებს და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ში­ში გახ­დე­ბა…

– გუ­შინ­დე­ლი მი­წისძვრა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, რად­გან 6 თე­ბერ­ვალს თურ­ქეთ-სი­რი­ის სა­ზღვარ­ზე მომ­ხდარ ძლი­ერ მი­წისძვრას ბიძ­გე­ბის მთე­ლი შლე­ი­ფი მოჰ­ყვე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პირ­ვე­ლი ძლი­ე­რი მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რე 7.8 მაგ­ნი­ტუ­და იყო, გუ­შინ­დე­ლი 6.4 ესეც საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მი­წისძვრაა, მაგ­რამ პირ­ველ­თან შე­და­რე­ბით სუს­ტია. პირ­ვე­ლი მი­წისძვრა აღ­მო­სავ­ლეთ ანა­ტო­ლი­ის რღვე­ვამ გა­მო­იწ­ვია, რის გას­წვრი­ვაც, ორი­ვე მხა­რეს გაგ­რძელ­და ბიძ­გე­ბი. ოღონდ რო­გორც ხე­დავთ, თან­და­თან მო­იკ­ლო რა­ო­დე­ნო­ბა­მაც და ინ­ტენ­სი­ვო­ბა­მაც. ეს ბიძ­გე­ბი ჯერ კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წე­ლიც. ოღონდ ნელ-ნელა მო­იკ­ლებს და სა­ბო­ლო­ოდ მო­სახ­ლე­ო­ბა ვე­ღარ იგ­რძნობს და მხო­ლოდ აპა­რა­ტუ­რა ჩა­ი­წერს.

– ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ისე­თი­ვე სიძ­ლი­ე­რის მი­წისძვრა კი­დევ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი?

– ამას ვერ გან­სა­ზღვრავ, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. პრო­ცე­სი ისე მი­დის, რომ თან­და­თან მცირ­დე­ბა სიძ­ლი­ე­რეც და ბიძ­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც.

– თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც რამ­დე­ნი­მე­ჯერ და­ფიქ­სირ­და ბიძ­გე­ბი, რამ­დე­ნად კავ­შირ­შია ერ­თმა­ნეთ­თან?

– არა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღე ფიქ­სირ­დე­ბა მი­წისძვრე­ბი. უმე­ტე­სო­ბას ვერც გრძნობს მო­სახ­ლე­ო­ბა და აპა­რა­ტი იწერს. გუ­ში­ნაც მოხ­და ონ­თან მი­წისძვრა, ჯა­ვა­ხე­თის ქედ­ზეც ხდე­ბა, გუ­რი­ა­შიც. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, არა­ფე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი…

– სა­ქარ­თვე­ლო თუ არის სე­ის­მუ­რად აქ­ტი­ურ რა­დი­უს­ზე, რო­მელ­ზეც თურ­ქეთ­ში გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

– ზო­გა­დად, ეს ფი­ლე­ბი დიდი ხა­ნია მოძ­რა­ობს და კი­დევ გა­აგ­რძე­ლებს მოძ­რა­ო­ბას. არა­ბე­თის ფი­ლის მოძ­რა­ო­ბა და შემ­დეგ შე­ჯა­ხე­ბა ევ­რა­ზი­ის ფი­ლას­თან იწ­ვევს ამ ყვე­ლა­ფერს, რო­გორც თურ­ქეთ­ში, ასე­ვე ჩვენ­თან. ოღონდ მოძ­რა­ო­ბა თურ­ქეთ­ში უფრო ინ­ტენ­სი­უ­რია. რაც უფრო ჩრდი­ლო­ე­თით მოვ­დი­ვართ, ნელ-ნელა მცირ­დე­ბა. ჯერ აჭა­რა-მთი­ა­ნე­თის ქედი, მერე მცი­რე კავ­კა­სი­ო­ნი, დიდი კავ­კა­სი­ო­ნი, მისი მოძ­რა­ო­ბა პირ­და­პირ კავ­კა­სი­ონ­ზე ვერ გად­მო­დის.

– სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი კუ­თხე­ე­ბი რო­მე­ლია?

– კავ­კა­სი­ო­ნის ნა­წი­ლი, ჯა­ვა­ხე­თი, მაგ­რამ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მე­ჩხე­რად ან სა­ერ­თოდ და­უ­სახ­ლე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბია. ნაკ­ლე­ბად სე­ის­მუ­რია თბი­ლი­სი, მაგ­რამ მა­ინც სა­ში­შია, იმი­ტომ, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში სა­შუ­ა­ლო მი­წისძვრა­საც შე­უძ­ლია ნგრე­ვა გა­მო­ი­წი­ოს. დიდი მსხვერ­პლი ყო­ველ­თვის დიდ ქა­ლა­ქებ­შია, რა­საც გა­ნა­პი­რო­ბებს მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბის მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბა.

– ბოლო წლებ­ში, კა­ხეთ­ში არ მახ­სენ­დე­ბა მი­წისძვრა…

– ის­ტო­რი­ა­ში აღ­წე­რი­ლია კა­ხე­თის მი­წისძვრე­ბი, რა­მაც ალა­ვერ­დის ტა­ძა­რი ორ­ჯერ და­ა­ზი­ა­ნა. სა­ერ­თოდ კი, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მი­წისძვრა არ ყო­ფი­ლა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში, სა­ბედ­ნი­ე­როდ.