Home რეგიონი გურჯაანი ანსამბლმა ,,გურჯაანი“ ინდოეთში „ქეთევანის ფესტივალი 2025“ მიიღო მონაწილეობა

ანსამბლმა ,,გურჯაანი“ ინდოეთში „ქეთევანის ფესტივალი 2025“ მიიღო მონაწილეობა

ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,გურჯაანი“ ინდოეთში გამართულ ყოველწლიურ ინდურ-ქართული მუსიკის ფესტივალში „ქეთევანის ფესტივალი 2025“ მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალზე ანსამბლმა მრავალხმიანი ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები წარადგინა. გარდა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლისა, ფესტივალის პროგრამა მოიცავდა ინდოეთის ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის ანსამბლების გამოსვლებს.

გოაში გამართული ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, ინდოეთში საქართველოს საელჩო, ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭო (ICCR) და გოაში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატი აკაშ ტიმბლო.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში ვახტანგ ჯაოშვილი, კონსული ქეთევან ლაგვილავა, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი არჩილ ჭოტაშვილი, გოას შტატის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ინდოეთის კულტურის, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები.