2018 წლის 22-23 ივნისს ბავშვთა ანიმაციური საერთაშორისო ფესტივალის “ექო თოფუზი 2018“-ის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა და ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართა,რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ანიმაციის განვითარების ფონდის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში კისისხევსა და წინანდალში ჩატარდა.
ღონისძიებაზე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, ორგანიზატორებთან ერთად, გამართეს მუსიკალური გასართობი შოუ და ნახეს 5 ახალი წარმატებული ანიმაციური ფილმი, მათ შორის, თელაველი ავტორების ეკა შავთელისა და ანი ნადირაძის ანიმაციური ფილმები – „მფრინავი სიყვარული“ და „ცელქი გოჭი“.
ფესტივალი „ექო თოფუზი 2018“ ოქტომბერში გაიმართება და მისთვის მზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.