Home მსოფლიო ანა მონტესი – ერთ-ერთი ყველაზე საშიში ჯაშუში, რომელიც ოდესმე დაუკავებიათ ამერიკის სადაზვერვო...

ანა მონტესი – ერთ-ერთი ყველაზე საშიში ჯაშუში, რომელიც ოდესმე დაუკავებიათ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს: ის თავისუფალია

შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 20 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, ცივი ომის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჯა­შუ­ში ანა მონ­ტე­სი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მონ­ტე­სი, რო­მე­ლიც ახლა 65 წლი­საა, პენ­ტა­გო­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ში ანა­ლი­ტი­კო­სად მუ­შა­ობ­და და კუ­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შობ­და.

2001 წელს მისი და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, აშშ-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მან თით­ქმის სრუ­ლად გას­ცა აშშ-ს დაზ­ვერ­ვის ოპე­რა­ცი­ე­ბი კუნ­ძულ­ზე.

ერთ-ერთი მათ­გა­ნის თქმით, მონ­ტე­სი იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში აგენ­ტი, რო­მე­ლიც ოდეს­მე და­უ­კა­ვე­ბი­ათ ამე­რი­კის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ებს და მან დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს.

მი­შელ ვან კლივ­მა, კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუ­შის დროს, 2012 წელს კონ­გრესს გა­ნუ­ცხა­და, რომ მონ­ტეს­მა კუნ­ძულ­ზე ამე­რი­კე­ლი აგენ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე არა­ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­ფორ­მა­ცია გას­ცა.

“კუ­ბე­ლებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენ მათ შე­სა­ხებ ვი­ცო­დით და შე­ეძ­ლოთ თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, მან შეძ­ლო კო­ლე­გებ­თან პი­რა­დი სა­უბ­რე­ბით გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა კუ­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა­ზე და, ამას­თა­ნა­ვე, შეძ­ლო მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ის ინ­ფორ­მა­ცი­აც, რო­მე­ლიც მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მიღ­მა იყო,” – გა­ნა­ცხა­და ვან კლივ­მა.

მონ­ტესს და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ბრა­ლი დას­დეს დაზ­ვერ­ვის ოთხი ამე­რი­კე­ლი ოფიც­რის ვი­ნა­ო­ბის გათ­ქმა­სა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლის გამ­ხე­ლა­ში. მას 25 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სას მო­სა­მარ­თლემ თქვა, – მის­მა ქმე­დე­ბებ­მა საფრ­თხე შე­უქ­მნა მთე­ლი ამე­რი­კე­ლი ერის უსაფრ­თხო­ე­ბა­სო.

ცივი ომის მრა­ვა­ლი სხვა ცნო­ბი­ლი ჯა­შუ­შის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ანა მონ­ტე­სი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო იდე­ო­ლო­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბით და არა პი­რა­დი სარ­გებ­ლით. მას არ მოს­წონ­და რო­ნალდ რე­ი­გა­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მოქ­მე­დე­ბა ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში და სწო­რედ ამან აი­ძუ­ლა, რომ ეთა­ნამ­შრომ­ლა კუ­ბის დაზ­ვერ­ვას­თან.

აშშ-ს თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ტო­რის მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მონ­ტე­სი აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო “კონ­ტრა­სე­ბის” – მე­მარ­ჯვე­ნე მე­ამ­ბო­ხე ჯგუ­ფი­სად­მი ამე­რი­კის მხარ­და­ჭე­რით, რო­მე­ლიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იყო ნი­კა­რა­გუ­ა­ში ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­სა და სხვა სი­სას­ტი­კე­ში.

მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მას 1984 წელს და­უ­კავ­შირ­და ჯონ ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნა­კურ­სე­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი გა­აც­ნეს კუ­ბის დაზ­ვერ­ვის აგენტს და უყოყ­მა­ნოდ და­თან­ხმდა კუ­ბე­ლებ­თან მუ­შა­ო­ბას ნი­კა­რა­გუ­ას და­სახ­მა­რებ­ლად.

თით­ქმის ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ხვდე­ბო­და კუ­ბელ კუ­რა­ტო­რებს ვა­შინგტო­ნის რეს­ტორ­ნებ­ში და აწ­ვდი­და მათ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას.

2001 წლის სექ­ტემ­ბერ­ში იგი და­ა­კა­ვეს, მას შემ­დეგ რაც აშშ-ს დაზ­ვერ­ვის ოფიც­რებ­მა მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ დაზ­ვერ­ვის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჯა­შუ­შობ­და კუ­ბის სა­სარ­გებ­ლოდ.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მონ­ტე­სი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ხუთი წელი იქ­ნე­ბა. მას ასე­ვე ეკ­რძა­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა ან უცხო­ელ აგენ­ტებ­თან ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და­კავ­ში­რე­ბა.

თუმ­ცა, FBI მი­იჩ­ნევს, რომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მან აღად­გი­ნოს კავ­ში­რე­ბი თა­ვის კუ­ბელ მო­კავ­ში­რე­ებ­თან.

“მისი ცხოვ­რე­ბის ეს ნა­წი­ლი უკან დარ­ჩა“, – უთხრა CBS-ს პიტ ლაპ­მა, ერთ-ერ­თმა აგენ­ტმა, რო­მელ­მაც მონ­ტე­სი და­ა­კა­ვა.