ამ წუთებში ხანᲫარს ებრძვიან თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში. ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს და ეკალ- ბარდს მოედო, რის შემდეგაც ხანძარი მიტოვებულ შენობებზე გავრცელდა.
მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი, თუმცა ამ დრომდე ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
არის საშიშროება ცეცხლი დასახებულ პუნქტებზე გაავიდეს, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებით ეკიპაჟების მობილიზებას უკვე ახდენს . ქრობის პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.