Home დღის ამბები ამ წუთებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა აქციას მართავს

ამ წუთებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა აქციას მართავს

ყვარლის მუნიციპალიტეტის ზინობიანის მოსახლეობა გასხვისებული საძოვრის უკან დაბრუნებას ითხოვს.

ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია იმ ტერიტორიაზე გამართეს, სადაც ახალმა მფლობელმა მიწის დამუშავება უკვე დაიწყო.

საუბარია 50 ჰექტრამდე ფართობის საძოვარზე, რომელიც იჯარით უყო გაცემული და მისი ერთი ნაწილი ადგილობრივების თქმით, ფარულად გასხვისდა.

 

ზინობიანში ამბობენ, რომ მიწის დაკარგვის შემთხვევაში, შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

რამდენიმე წლის წინ მათ სასამართლო დავაც დაიწყეს და ამ დრომდე მიმდინარეობს.

აქციაზე ყვარლის მერი მივიდა.

რისტომ სესიაშვილის თქმით, მიწა აუქციონის წესით ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და დაინტერესების შემთხვევაში, მათ შესაბამის დოკუმენტებს გააცნობს.

მოსახლეობა მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრება.