საკარანტინო და ე.წ ცხელების ცენტრებიდან 11 მოქალაქის ნიმუში , რომელიც გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა covid-19-ზე ლაბორატორიულად უარყოფითი შედეგი აჩვენა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფებაში ადასტურებენ.
მათი ინფორმაციით, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 15 ადამიანის ანალიზი აიღეს, რომლის პასუხებიც ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ბოლო ინფორმაციით, კახეთის სამ საკარანტინო ზონაში 414, თვითიზოლაციაში კი 2 მოქალაქე რჩება. სპეციალისტების მეთვალყურეობა 1 ადამიანს მოეხსნა.
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირებული არ გამოვლენილა.