ორიგინალი).მხატვარმა უამრავი ესკიზი და ტილო შექმნა „ცოცხალი“ სურათების მიხედვით „ვეფხისტყაოსნის „ ილუსტრაციებისთვის ,რომელთაგან საუკეთესო შეირჩა პოემის დასასურათებლად,ხოლო ზოგირთი გათამაშდა საქველმოქმედო ლატარიაში -როგორც ვიცით,იმპერიოდში ილიას თაოსნობით შექმნილი კომისია აზუსტებდა შოთასეულ სტროფებს და ტექსტს ამზადებდა გამოსაცემად, (ქსილოგრაფ გრ. ტატიშვილის მიერ შექმნილი შრიფტი და „თავნი ასონი“ კი მეცენატმა გიორგი ქართველიშვილმა დაამზადებინა
საზღვარგარეთ). საქველმოქმედო ლატარია თამაშდებოდა იმ პირებზე ,რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ეროვნულ -საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებაში და არც შესაწირ თანხას ზოგავდნენ.ერთ-ერთი მათგანი იყო ესტატე ვახვახიშვილი( გიგოს ძმა და შვილი ბარბარე ანდრონიკაშვილისა -გიორგი მეთორმეტის შვილიშვილისა). სწორედ მან მოიგო ლატარიაში ზემოხსენებული ტილო.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არისტოკრატიას ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონება,რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა …..
ქეთევან იაშვილის პირველი მეუღლე ( თარხნიშვილი),ენათესავებოდა ვახვახიშვილებს და ამ ოჯახში ჰქონდა ნანახი ეს სურათი. მოგვიანებით, კოლექციის შეგროვებისას ერთ-ერთი მევახშისაგან შეუძენია ნაცნობი ტილო.
ავტორი : ნანა ვახვახიშვილმა