ქართული ტრადიციული ტკბილეული ჩურჩხელა პოპულარობით არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც სარგებლობს. მას გასაყიდად არაერთ უცხოურ ონლაინმაღაზიაში წააწყდებით.
მაგალითად, ამაზონზე მისი ფასი 17.95 დოლარს შეადგენს.
როგორც პროდუქციის აღწერაში წერია, ერთ შეფუთვაში ხუთი ცალი ნიგვზის ჩურჩხელა შედის, რომელიც ნატურალური ყურძნის წვენითაა დამზადებული. ასევე აღწერილია მისი დამზადების წესი.
“ჩურჩხელა ფორმით ჰგავს სანთელს. იგი მდიდარია ნახშირწყლებით და ცილებით”, – ნათქვამია აღწერაში.