მეუფე დავითის გადაწყვეტილებით, ორ მეტრამდე დისტაციის დაცვის მიზნით ტაძარში მოსულ მრევლს სპეციალური მონიშვნები დახვდა. ზიარების მიღების შემდეგ მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ სიტკბოება მიეღოთ როგორც საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე ერთჯერადი ჭიქებიდან. მღვმდელმსახურების დასრულების შემდეგ მეუფე დავითმა იქადაგა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
“არ ვამბობთ როგორი იქნება აღდგომის ღამის თემა, ის რაც არ ვიცით ხვალ რა იქნება, არ უნდა ვილაპარაკოთ. ერთი კი ვიცი, რომ უნდა ვწიროთ და დღესასწაული აღვნიშნოთ როგორ იქნება და რანაირად ღმერთი გამოაჩენს”,- განაცხადა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თემაზე საუბრისას მეუფე დავითმა .
“ტაძარში ყოფნა არის გამოუთქმელი ზეიმი და სიხარული. ვერაფერი ვერ შეცვლის ტაძარში მსახურების მადლს და სულიერ ძალას. წარმოუდგენელა ტაძარში არ იყოს მსახურება. არ ვამბობთ როგორი იქნება აღდგომის ღამის თემა, ის რაც არ ვიცით ხვალ რა იქნება, არ უნდა ვილაპარაკოთ. ერთი კი ვიცი, რომ უნდა ვწიროთ და დღეასწაული აღვნიშნოთ როგორ იქნება და რანაირად ღმერთი გამოაჩენს. არაფერია სასწაულია მათთვის, ვისაც ღმერთი არ უყვართ და უგინურებით ებრძვიან. ვიღაცა ამბობს, ეძიარებით და ამით საფრთხეს ქმნით- არ დაიჯეროთ იმიტომ, რომ ზიარება საფრთხის შემცველი არ არის. გამორიცხულია მსახურებაზე ცუდი მოხდეს, თუმც არაფერია გამორიცხული, გვახსოვს ეპიდემიები.. გვეუბნებიან ტაძარის გარეთ დავდგეთ, აბა წარმოიდგინეთ. ესეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ არის, როცა აღდგომს ღამის თევის დროს ტაძარი ცარიელდება, ეს სიმბოლია, რომ მაცხოვრის საფლავი როგორც იყო ცარიელი ტაძარიც ამიტომ ცარიელდება და რომ შემოვდივართ შემდეგ ვანთებთ სანთლებს “,– განმარტა მეუფე დავითმა.
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ეკლესიაში ორმეტრიანი დისტანციის დაცვას მიესალმება და მრევლს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.