Home დღის ამბები აიპ-ებში ხელფასები გასაზრდელია, ხოლო ხალხის რაოდენობა – შესამცირებელი,

აიპ-ებში ხელფასები გასაზრდელია, ხოლო ხალხის რაოდენობა – შესამცირებელი,

სსიპ-ებში და აიპ-ებში ხელფასები და ეფექტურობა გასაზრდელია, ხოლო ხალხის რაოდენობა – შესამცირებელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი აზრით, ზოგადად, ქვეყანაში სისტემურად ეს პრობლემა დღეს არ არის.

“რეალურად, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ქვეყანაში დღეს იქნება კონტრპროდუქტიული, სსიპ-ებისა და აიპ-ების ნაწილში ხალხის რაოდენობა პრობლემაა, ეფექტურობა გასაზრდელია, ხელფასებიც გასაზრდელია და ხალხის რაოდენობა – შესამცირებელი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.