Home მსოფლიო აზიის უმდიდრესი და დიდი ძალაუფლების მქონე ქალი, რომელიც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს –...

აზიის უმდიდრესი და დიდი ძალაუფლების მქონე ქალი, რომელიც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს – ვინ არის სავიტრი ჯინდალი?

დღეს მსოფლიოში უამრავი მდიდარი ადამიანია. მათ შორის ბევრია აზიაშიც, რომლებმაც მილიონები და მილიარდები დააგროვეს, ან მემკვიდრეობით მიიღეს. მათ შორის გამოირჩევა სავიტრი ჯინდალი – ქალი, რომელიც მილიარდებთან ერთად დიდ ძალაუფლებას ფლბს, თუმცა ჩრდილში ყოფნას ამოჯობინებს.

ვინ არის სავიტრი ჯინდალი?

ინდოელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი სავიტრი დევი ჯინდალი ინდოეთში, ქალაქ ტინსუკიაში, 1950 წლის 20 მარტს დაიბადა.

იგი დაქორწინებული იყო ჰარიანას მთავრობის მინისტრზე და ჰარიანა ვიდან საბჰას საკანონმდებლო ასამბლეის წევრზე, ომ პრაკაშ ჯინდალზე. მეუღლე 2005 წელს ავიაკატასტროფაში გარდაეცვალა. სავიდროს კი 9 შვილი დარჩა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მან დაიკავა ჯინდალ ჯგუფის – ფოლადის მომპოვებელი და გადამამუშავებელი კონგლომერატის თავმჯდომარის პოსტი.

სავიტრი ჯინდალი უბრალო ცხოვრებას ამჯობინებს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მნიშვნელობის ძეგლების დაცვა ქვეყნის მასშტაბით.

კარგ რეპუტაციასთან ერთად, დღეს იგი ინდოეთისა და აზიის ყველაზე მდიდარი ქალის წოდებას ატარებს.

Jindal Group და სხვა ბიზნესები

Jindal Group 1952 წელს სავიტრის ქმარმა, ომ პრაკაშ ჯინდალმა დააარსა. ეს არის ფოლადის და ელექტროენერგიის კონგლომერატი, რომელსაც გარდაცვლილი 2005 წლამდე მართავდა. დღეს Ltd. Jindal Saw Ltd. და Jindal Stainless Ltd. კონგლომერატის ოთხი მიმართულება იმართება ჯინდალის ოთხი ვაჟის მიერ.

თუმცა, სანამ სათავეს ვაჟები ჩაუდგებოდნენ, ბიზნესის მართვა ხელში ქმრის გარდაცვალების შემდეგ სავიტრიმ აიღო. მაშინ ინდოეთში მხოლოდ რამდენიმე ქალი მართავდა ბიზნესს დამოუკიდებლად და ეს საკმაოდ გაბედულ ნაბიჯად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ Jindal Group უკვე აყვავებული კონგლომერატი იყო, რომელიც გლობალურად დიდ მოგებას იღებდა, სავიტრიმ შეძლო ბიზნესის უფრო მაღალ სიმაღლეებზე აყვანა და შემოსავლების გაოთხმაგება მოკლე დროში.

პოლიტიკა და კანონშემოქმედება

გარდა იმისა, რომ იგი გამჭრიახი ბიზნესმენი და მეწარმეა, სავიტრი ჯინდალი ასევე გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც ემსახურებოდა ინდოეთის მთავრობას და ხალხს.

2005 წელს მან მოიგო ერთ-ერთი ქალაქის არჩევნები და ხელახლა აირჩიეს 2009 წელს. ასევე იყო ენერგეტიკის მინისტრი 2010 წლამდე. სავიტრი იყო სახელმწიფო მინისტრი შემოსავლებისა და კატასტროფების მართვის, კონსოლიდაციის და რეაბილიტაციის საკითხებში. საბინაო და ასევე სახელმწიფო მინისტრი ურბანული ადგილობრივი ორგანოებისა და საბინაო საკითხებში.

დღეს სავიტრი დიდ დროს ხარჯავს საჯარო სამსახურსა და სოციალურ აქტივობებზე. თუმცა, მას ჯერ კიდევ აქვს შთამბეჭდავი სააქციო პორტფელი, რომელიც დიდ მოგებას იღებს.

გარდა იმ წილისა, რომელსაც ის ფლობს Jindal Group-ის ყველა ბიზნესში, სავიტრი ასევე ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიებში, მათ შორის: Nalwa Sons Investments Ltd., Shalimar Paints Ltd., Hexa Tradex Ltd., JITF Infralogistics Ltd., JSW Holdings Ltd. და JSW Steel.

მხოლოდ 2021 წელს, მისი წმინდა ქონება თითქმის სამჯერ გაიზარდა. დღეს სავიტრი წმინდა ღირებულება 15.6 მილიარდი დოლარია.