საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უწყების ცნობით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).
ცნობისთვის, შეზღუდვა გაგრძელდა 11 სექტემბრიდან.