ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
MAK.GE-ის შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი მარიამ მეგრელიშვილი