34 წლის ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა, ადელმა საკუთარ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფილმში ნაჩვენები იქნება მომღერლის პირადი ცხოვრების დეტალები და მისი შემოქმედებითი გზა. პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
„მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ყველამ იცის, ადელი ჯერ კიდევ საკმაოდ ამოუცნობი პიროვნებაა. მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა სადებიუტო ალბომის გამოსვლის შემდეგ“, – აცხადებს ინსაიდერი.