სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს თვითუზრუნველყოფის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყურძენს, კარტოფილს, ცხვრის და თხის ხორცს აქვს, ყველაზე დაბალი კი – ხორბალს.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ყურძნით თვითუზრუნველყოფა 173%-ს შეადგენს, კარტოფილით 115%-ს, ცხვრის და თხის ხორცით – 105%-ს, ხოლო, ხორბლით 22%-ს, რაც იმას ნიშნავს, ხორბლის 78%-ის იმპორტი განხორციელდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, 2021 წლის მონაცემებს, პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის შესახებ:
სიმინდი – 74% (წინა წელს 68% იყო)
კარტოფილი – 115% (წინა წელს 92%)
ბოსტნეული – 61% (2020 წელს -63%)
ყურძენი – 173% (2020 წელს -145%)
ხორცი – 51% (წინა წელს -49%)
მრპ- ს ხორცი – 83% (2020 წელს 80%)
ღორის ხორცი – 52% (წინა წელს 53%)
ფრინველის ხორცი – 37% ( 2020 წელს 33%)
რძე და რძის პროდუქტები – 81% (წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა)
კვერცხი – 98% (2020 წელს 97%)
ცხვრის და თხის ხორცი – 105% (2020 წელს 97%)
ხორბალი – 22% (წინა წელს 15%)
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გაზრდილია სიმინდის, კარტოფილის, ყურძნის, ხორცის, მრპს-ხორცის, ფრინველის ხორცის, კვერცხის, ცხვრისა და თხის ხორცის, ასევე ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გაზრდილია.
რაც შეეხება ბოსტნეულს და ღორის ხორცს, აღნიშნული პროდუქტებით თვითუზრუნველყოფა შემცირდა, ხოლო რძისა და რძის პროდუქტებს მაჩვენებელი მაჩვენებელი უცვლელია.