თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლს ახალი შემეცნებითი, სოციალური, სახელოვნებო კუთხე შეემატა.
სახელოსნო „მაქია“ სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარეობს, სადაც ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ მოსახლეს ექნება საშუალება გაიარონ თექაზე, ეპოქსიდზე მუშაობის კურსები, ასევე ჩაერთონ სამხატვრო წრეში და პარალელურად, სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით აქტივობაში.