Home რეგიონი გურჯაანი სოფელ კარდენახში გზის ინფრასტრუქტურა წესრიგდება

სოფელ კარდენახში გზის ინფრასტრუქტურა წესრიგდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, საბაწმინდის გზის მეორე ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მოადგილე კოტე ბერიძიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით- პროექტის მიხედვით ასფალტის საფარი დაიგო 558 მეტრი სიგრძის გზაზე და მოეწყო სანიაღვრე არხი.

ცნობისთვის, სამუშაოებზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მშენებელი” ასრულებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის მონაწილეობით 347 110 ლარი იხარჯება.